კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
14-11-2025

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის“ სახელმწიფო საგრანტო პროგრამა, რომელიც საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, 2026 წლიდან კვლავ გაგრძელდება. 

მიმდინარე წელს, პროგრამის მეორე გამოცხადების შედეგად და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო გრანტი  საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა 18-მა პირმა მოიპოვა. გამარჯვებული კონკურსანტები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად გაემგზავრებიან მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო ცენტრსა და უნივერსიტეტში.

პროგრამა 2014 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება, 2026 წლიდან კი პროგრამის განხორციელებას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტი გააგრძელებს.

კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება და საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, საზღვარგარეთ აიმაღლონ პროფესიული უნარები  და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში, შესაბამის დამსაქმებელ უწყებაში მოახდინონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203