
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში დირექტორი რიმა მელია შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნის.
დირექტორის ხედვით, სასწავლო დაწესებულების წარმატება განისაზღვრება სწორედ იმით, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის მოსწავლეთა ცოდნის მაქსიმალურ ზრდას. მისთვის ყველაზე ფასეული მოსწავლეთა წარმატებაა. მოტივირებული მოსწავლის დანახვა კი აბედნიერებს.
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში დირექტორი რიმა მელია პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...
- შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
- სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა ცოდნის მაქსიმალურ მიღებაზე.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- სკოლაში იყოს ურთიერთპატივისცემა, სამართლიანობა, პასუხიმგებლიანობა.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
- თითოეული მოსწავლის წარმატებები.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- ამაღლებულ განწყობაზე ვარ.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- სწორ პოზიციას.
-მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
- ზრუნავენ განათლებასა და ადამიანურ ღირებულებებზე.