„ილია, ჩვენი ილია“ - ახალქალაქის N4 სკოლის მოსწავლეებმა ბუმბერაზი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
14-11-2025

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლისთავი აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ილია, ჩვენი ილია“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, არაფორმალური განათლების სასწავლო მიზნების ფარგლებში, საინტერესო პროგრამა წარმოადგინეს.

თითოეულ აქტივობები ჩანდა დიდი შრომა და სიყვარული ქართული ენისა და ქართველი მწერლის შემოქმედებისადმი.

მოსწავლეებმა თანატოლებსა და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ილიას ბიოგრაფია და შემოქმედება. განიხილეს განათლების საყოველთაო იდეა მე-19 საუკუნის საქართველოში, ისაუბრეს ილიას ღვაწლზე და მის ანდერძზე განათლების საჭიროების შესახებ. პატივი მიაგეს ილიას ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი გენიალური შემოქმედების ნიმუშები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203