ბუღაშენის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ფერადი საშემოდგომო ღონისძიება
14-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება.

ახალახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ელმირა ქახკციანის ხელმძღვანელობით, ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გამართეს და ამ ფერადი სეზონის ფერადოვნებასა და სიუხვეს ხოტბა შეასხეს. ღონისძიება შემოქმედებით ატმოსფეროში გაიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების  მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი  უნარების წახალისება, გუნდური მუშაობის  ხელშეწყობა და სხვადასხვა აქტივობების საშუალებით საშემოდგომო ტრადიციების გაცოცხლება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203