ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი საშემოდგომო ღონისძიება 
14-11-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს. 

სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შემოდგომა განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევა: ფოთოლცვენა, ფერადი ბუნება... წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები საოცარ სილამაზეს ქმნიან. ირგვლივ ვხედავთ უამრავ თბილ ფერს, გულიც სითბოთი და სიხარულით გვევსება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეაგრძნებინეს მისი ხიბლი და მნიშვნელობა.

მოსწავლეებმა სკოლაში სასიამოვნო გარემო შექმნეს. მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. წაიკითხეს ლექსები, ფრაზები, გამონათქვამები შემოდგომაზე,შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

ღონისძიება ჩატარდა მუსიკის მასწავლებლის  დიანა კირვალიძის ხელმძღვანელობით.

იხილეთ ფოტოები:

  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203