ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პატარებს მასწავლებელი აღავნიკ პალიანი შეუძღვა და საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია.
მასწავლებელმა მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. პატარებმა იაქტიურეს, პირველ ასო-ბგერას ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნაც წარმოაჩინეს.
მასწავლებელი მოსწავლეთა მოტივირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ 1-ელი კლასის მოსწავლეებთან მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეს არის პერიოდი, როცა პირველკლასელები პირველად ეცნობიან წერილობით და ბეჭდური ასოების სამყაროს მშობლიურ ენაზე, ამიტომ სასწავლო პროცესის გახალისება მეტად მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: