
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში განხორციელდა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“.
პროექტის ფარგლებში, სათხეს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი, კლასის დამრიგებელი ვოსკიატ კასოიანი და ბილინგვური სწავლების პედაგოგები - ბეღექ მანასიანი და ქნარიკ ქოსიანი ჯავახეთის დაცული ტერიტორების ვიზიტორთა ცენტრს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო ბავშვებისთვის ჯავახეთის ფლორისა და ფაუნის, ისტორიული და კულტურული მემკიდრეობის გაცნობა და ასევე ბუნებისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
ცენტრის სპეციალისტებმა მოსწავლეებს გააცნეს რეგიონის მდიდარი ცხოველური და მცენარეული სამყარო, უამბეს ჯავახეთის ტბსთს სისტემის, იშვიათი ფრინველებისა და მცენარეების შესახებ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ პრეზენტაციებს, უყურებდნენ საგანმანათლებლო ფილმებს და მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ თამაშებში.
ვიზიტი არამარტო შემეცნებითი, არამედ შთამაგონებელიც იყო - ბავშვებმა მიიღეს ახალი ცოდნა და დარწმუნდნენ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვაში.
იხილეთ ფოტოები: