„შემოდგომის ფერების ბორბალი“ - განძის N2 სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალე კომპოზიცია შექმნეს 
14-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, შექმნეს ბრწყინვალე კომპოზიცია თემაზე - „შემოდგომის ფერების ბორბალი“. 

მოსწავლეთა ნამუშევარი, რომელიც შემოდგომის თბილ ფერებშია გაფორმებული, აერთიანებს ბუნების სილამაზეს, შემოქმედებით ხედვას და გუნდური მუშაობის ძალას. ბორბალი სიმბოლოა ცხოვრების უწყვეტობის, ხოლო შემოდგომის ფოთლები და ხილი სიმბოლოა შემოდგომის სიმრავლისა და სილამაზის.

სასწავლო პროცესს ხელოვნების მასწავლებელი ვანიკ თევანიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203