
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პატარებს მასწავლებელი მარინა გავარდაშვილი შეუძღვა და ბავშვებს არაერთი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო და საზეიმო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, პირველ ასო-ბგერებს სიხარულით გარცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენლი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები: