მატნის N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამაზ ვარდოშვილი ქართული ენის, ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა
14-11-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისების მიზნით, კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებს. აქტიური მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამაზ ვარდოშვილი ქართული ენის, ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატება მიულოცეს და დამსახურებული დიპლომი გადასცეს. 

„ვულოცავთ, ამ გამარჯვებებს და უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ თამაზს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203