
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
IIბ კლასის მოსწავლეებისთვის საშემოდგომო აქტივობა - „შემოდგომის ბოლო აკორდი“ გაიმართა. აქტივობას მასწავლებელი ელენა ბათურიშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებამ საშემოდგომო ფესტივალის სახე მიიღო. სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო საშემოდგომო ნობათი და ხელნაკეთი დეკორაციები.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითობა.
„მადლობა, ელენა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს აქტივობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: