„ერთობა სკოლაში აძლიერებს თანამშრომლობას, ნდობის ხარისხს“-სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ეთერ პაპიაშვილი
14-11-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილის -  ეთერ პაპიაშვილის ხედვით, სკოლის მისიაა შეიქმნას უსაფრთხო გარემო და ხარისხიანი სასწავლო პროცესი, რომელიც თითოეული მოსწავლის განვითარებას ემსახურება. წარმატებული, მოტივირებული და ბედნიერი მოსწავლეებით კი იზომება სკოლის წარმატება.

ეთერ პაპიაშვილისთვის სკოლაში ყველაზე ფასეული ადამიანური ურთიერთობებია. ის ფასეულობები, რომლებიც ქმნის სასკოლო კულტურას და ურთიერთთანამშრომლობას აძლიერებს. მისი თქმით, მოტივირებული მოსწავლის დანახვა მთელი გუნდისთვის უდიდესი სტიმულია, რადგან ეს მათი ერთობლივი შრომის შედეგია.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ეთერ პაპიაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- ნორმალური, ხარისხიანი სასწავლო პროცესი და უსაფრთხო გარემო. 

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორია სასკოლო ცხოვრება, სადაც მოსწავლეები წარმატებულები, მოტივირებულები და ბედნიერები არიან.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ვემსახურებით ერთ საქმეს და ერთიანობა აძლიერებს თანამშრომლობასა და ნდობის ხარისხს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ადამიანური ურთიერთობები, პატივისცემა და თანადგომა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ ...

- ჩვენი შრომა შედეგს იღებს, ვივსებით  სიამაყით და ვცდილობთ მეტი ყურადღება დავუთმოთ.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- იმოქმედო კანონის ფარგლებში, შეაფასო სიტუაცია და მიიღო გონივრული გადაწყვეტილება.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ...

- ყველას გაუხარდება მოსვლა, სადაც ყველა მადლიერი, წარმატებული და ბედნიერი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203