„უდიდესი ტკივილი და სიცარიელე დაგვიტოვა“- სამიქაოს საჯარო სკოლა ყოფილ დირექტორსა და სპორტის მასწავლებელს - ჯანგირ (მამუკა) მიქაძეს ემშვიდობება
13-11-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში ყოფილ დირექტორსა და სპორტის მასწავლებელს - ჯანგირ (მამუკა) მიქაძეს გლოვობენ. 

ჯანგირ მიქაძე მრავალი წელი ემსახურა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებასმისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. მას სკოლაში ახასიათებენ როგორც ბრწყინვალე პროფესიონალს, ერუდირებულ, უდიდესი კულტურის მქონე ღრმადპატივსაცემ პიროვნებას. 

სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი დირექტორისა და სპორტის მასწავლებლის, ჯანგირ (მამუკა) მიქაძის გარდაცვალების გამო,  ბატონი ჯანგირი (მამუკა) მიქაძის პედაგოგიური საქმიანობა უკავშირდება სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლას. წლების მანძილზე იგი გახლდათ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი და სპორტის მასწავლებელი.

უდიდესი ტკივილი და სიცარიელე დაგვიტოვა მისმა გარდაცვალებამ სკოლას, პედაგოგებს, მოსწავლეებს, ის გამოირჩეოდა სრულფასოვანი კოლეგიალურობით გულისხმიერებით, ბრწყინვალე პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ყველას სიყვარულით, იყო ერუდირებული და უდიდესი კულტურის მქონე.  მან მრავალი თაობა აღზარდა ზნეობის სწორი მიმართულებით. მთელი პედაგოგიური კოლექტივი ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს ქალბატონ მარინას.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სათნო სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. მარადიული ხსოვნა მას!“,- ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203