„ჩვენი ხელებით შექმნილი მუსიკალური სამყარო“ - ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი, სადაც მუსიკა და შემოქმედება გაერთიანდა
14-11-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით მდიდარი, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, სკოლაში ჩატარებული ღია გაკვეთილი თემაზე - „ჩვენი ხელებით შექმნილი მუსიკალური სამყარო“, სადაც მუსიკა და შემოქმედება გაერთიანდა.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მუსიკალური საკრავები. ღონისძიების კულმინაცია იყო წარდგენა მაყურებლის წინაშე, რასაც წინ უძღოდა შესანიშნავი სიმღერა.

ამ კრეატიული იდეის ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი ნინო სიმონიშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მუსიკალურ და შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და ბავშვებს არაერთ საინტერესო აქტივობას, პროექტსა თუ ღონისძიებას სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203