
ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტოფიგ აკბეროვი მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება. მისთვის ყველაზე ფასეული მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაა, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რაც სწავლა-სწავლების პროცესზე პირდაპირ აისახება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტოფიგ აკბეროვი პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში...
- სკოლაში იყოს მამოტივირებელი და მეგობრული გარემო.
- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ ...
- რამდენად ნაყოფიერია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთანამშრომლობა. კარგი შედეგი ერთობლივი მუშაობით მიიღწევა.
- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
- კოლექტივი უნდა იყოს დისციპლინირებული.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის ...
- მოსწავლე-მასწავლებლები.
- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
- მასწავლებლები თავის მოვალეობას კარგად ასრულებენ.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
- ტოლერანტობას და სამართლიანობას.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს...
- ადგილი, სადაც მოსწავლეებს სწავლის დიდი ინტერესი ექნებათ.