„მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და შეფასების ობიექტურობა სკოლას წარმატებულს ხდის“- მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი
13-11-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორ ნესტან ონიანისთვის მოსწავლის განვითარების საფუძველი არის მშვიდი, კომფორტული და საინტერესო გარემო, სადაც ბავშვი მოტივირებულია, მისი ინტერესები კი უპირველესი. 

დირექტორის აზრით, სკოლის წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა უმთავრესი მაინც სწავლების ხარისხია. მისთვის წარმატებულია სკოლა, სადაც სწავლა ემყარება ობიექტურ შეფასებას, სამართლიანობას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი  ნესტან ონიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- მშვიდი, კომფორტული და საინტერესო გარემო.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- სკოლის წარმატება ზოგადად მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავარი მიღწევა სწავლების ხარისხია, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და შეფასების ობიექტურობა სკოლას წარმატებულს ხდის.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- კოლექტივის მხარდაჭერა აუცილებელია, სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, ცვალებადი და მზარდია, სიფრთხილეა საჭირო რომ კოლეგიალობა შენარჩუნებული იყოს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- თბილი და საქმიანი ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს, ასევე მასწავლებლებს შორის, სკოლა სოფლისთვის კულტურული დაწესებულებაა და მაგალითის მიმცემია.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ვგრძნობ რომ ამაში ჩემი წვლილიცაა და მიხარია.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- აუცილებელია, თორემ ნდობას დაკარგავ.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო მეტად საინტერესო გარემო იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203