რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, VI-IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
13-11-2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა, მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად, დაიწყეს ანტინარკოტიკული კამპანია - „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში VI-IX კლასის მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი აქტივობა.

შეხვედრების დროს, მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცერმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისა და მათი მოხმარების შესაძლო შედეგების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია კონკურსების, ვიქტორინების და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება, რომლებიც მოზარდებში წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გააძლიერებს მათ პასუხისმგებლობას საკუთარი ჯანმრთელობისა და მომავლის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203