
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ულურიის სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შემოქმედებაში ასახეს.
„სკოლაში შემოდგომის ფერებმა განსაკუთრებული სითბო შემოიტანა. პატარა მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, ხის გამხმარი ფოთლებისგან შექმნეს ულამაზესი ნახატები“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ნიჭის გასავითარებლად კი არაერთ აქტივობას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. ფოთლების ფერადი კოლაჟები ასახავდა ბავშვების ფანტაზიას - ზოგმა მზის სხივები დახატა, ზოგმა ცხოველები, ხოლო სხვებმა პატარა სახლები და ბუნების სილამაზე. თითოეული ნამუშევარი იყო სიყვარულითა და შთაგონებით შექმნილი, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ შემოქმედება ბავშვების გულიდან იწყება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა არა მხოლოდ მხატვრული უნარების განვითარებას ემსახურებოდა, არამედ ბავშვებს ასწავლა ბუნების დაფასება და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები: