„შემოდგომის ფერები“ - ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 
13-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე, სილამაზე და მრავალფეროვნება შემოქმედებაში ასახესს. 

12 ნოემბერს, სკოლაში გაიმართა გამოფენა თემაზე - „შემოდგომის ფერები“, სადაც მოსწავლეებმა წელიდადის ამ უმშვენიერესი სეზონისადმი მიძღვნილი გამუშევრები გამოფინეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები - შემოდგომის თემაზე შესრულებული ნახატები, კოლაჟები და ბუნებით შთაგონებული კომპოზიციები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამოფენის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარებისა და ესთეტიკური აზროვნების განვითარება, ასევე ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება.

„ღონისძიება თბილ და მხიარულ ატმოსფეროში ჩატარდა, სკოლა შემოდგომის სულისკვეთებით შეიმოსა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203