„სკოლაში ჩემთვის ყველაზე ფასეული მოსწავლეთა ინტერესებია“ - კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი
13-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს აკოპიანისთვის მოსწავლის განვითარების საფუძველი არის განათლებული, კრეატიული და ინოვაციური იდეებით აღჭურვილი პედაგოგიური კოლექტივი, დემოკრატიული სასწავლო გარემო, არაფორმალური გაკვეთილები და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული რესურსები.

დირექტორის თქმით, სკოლის წარმატება არ იზომება მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ თუ რამდენად თავისუფლად და კრიტიკულად აზროვნებს მოსწავლე, რამდენად შეუძლია ცხოვრების გზის გააზრებული არჩევა.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...

- სკოლა დაკომპლექტებული იყოს განათლებული და საინტერესო იდეებით აღჭურვილი პედაგოგებით, იყოს თავისუფალი გარემო, არაფორმალური გაკვეთილები/პროექტები და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული რესურსები.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად თავისუფლად/კრიტიკულად აზროვნებს ამ სკოლის კონტიგენტი - მოსწავლე/მასწავლებელი, რამდენი მოსწავლე ირჩევს პროფესიას სკოლაშივე და ადეკვატურად გეგმავს თავის მომავალს.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- თანადგომით, მეგობრობითა და ურთიერთანამშრომლობით შესაძლებელია ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნა, სადაც გაიზრდება ახალგაზრდა თაობა თანამედროვე მიდგომებთ და სახელმწიფო ღირებულებებით.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლეთა ინტერესები/წარმატებები, მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა და სწორი საზოგადოებრივი დამოკიდებულებები.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- უფრო მეტი უნდა გავაკეთო, რათა მოტივაციას მივცე გეზი მეტი განვითარებისთვის, მეტი მრავალფეროვნებისთვისა  და მოსწავლეთა წარმატების აღიარებისთვის. 

-  რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- მოსწავლეთა/მასწავლებელთა ჯანსაღ ურთიერთობას, ნდობასა და პრობლემის სწრაფად მოგვარებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- აღიზრდება კიდევ უფრო მეტი  წარმატებული  მოქალაქე, განუვითარდება 21-ე საუკუნის ადეკვატური უნარები და ყველა იგრძნობს თავს კომფორტულად და დაცულად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203