თბილისის N37 სკოლის მე-10 კლასელებს მუსიკის გაკვეთილი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ჩაუტარდათ
13-11-2025

თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს მუსიკის გაკვეთილი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ჩაუტარდათ. 

პედაგოგმა - ანნა სუკიასოვმა მოსწავლეებს აუხსნა, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში კლასიკური მუსიკის ხელოვნება, ესაუბრა საქართველოს კომპოზიტორების და მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობის შესახებ, ასევე მოსწავლეებმა გაიგეს, თუ როგორ გახდა ზაქარია ფალიაშვილი ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი, თუ ვისთან მეგობრობდა გამოჩენილი კომპოზიტორი და სხვა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ოპერების: „აბესალომ და ეთერის”, „დაისის”, „ლატავრას” შესახებ, მოუსმინეს ფალიაშვილის საგუნდო ნაწარმოებებსა და მის რომანსებს. გაკვეთილის შემდეგ კი მოსწავლეებმა გადაინაცვლეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში და დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა კომპოზიტორების მემორიალური დაფები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203