
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება- „ფერადი შემოდგომა“, რომელშიც I-VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ჩატარდა დაწყებითი კლასების პედაგოგების ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში და თემატური ლექსები და სიმღერებით კიდევ უფრო გაალამაზეს საშემოდგომო სანახაობა. მოსწავლეებმა მინი სპექტაკლებიც დადგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ლამაზად მორთულმა გარემომ კი ღონისძიება მოსწავლეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია.
იხილეთ ფოტოები: