
წალკის N1 საჯარო სკოლამ მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბებს უმასპინძლა.
სკოლაში, დებატების კლუბის" ხელმძღვანელის- ხათუნა გვიჩიანის აქტიური ჩართულობით, პროექტის - „ახალგაზრდობის ხმა“ ფარგლებში დებატების მორიგი რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა.
დებატებში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები წალკის მუნიციპალიტეტიდან.
დებატები მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა.
ასეთი ღონისძიებები მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება და ახალგაზრდების დიდი ინტერესით სარგებლობს.
იხილეთ ფოტოები: