„როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ სიამაყეს, სიხარულს, შრომის დაფასებას“ - ​იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია გიგოლაშვილი
13-11-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორ ნატალია გიგოლაშვილისთვის სკოლის წარმატება იზომება სწავლა-სწავლების ხარისხით, მოსწავლის პიროვნული განვითარებით, სკოლის კლიმატითა და ურთიერთობებით, პედაგოგთა პროფესიონალიზმით, სასკოლო ცხოვრებაში მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით... სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს სკოლის მართვისას და სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს. 

ნატალია გიგოლაშვილი საერთო მიზნსკენ სწრაფვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთიანობით იქმნება ძლიერი სასკოლო საზოგადოება. 

მისი აზრით, მოსწავლის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო, მეგობრულ და შემოქმედებით ატმოსფეროს, სადაც თითოეული ბავშვი თავს იგრძნობს დაფასებულად და თავისუფლად. 

etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია გიგოლაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, მეგობრული და შემოქმედებითი გარემო. -

-სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- სკოლის წარმატება იზომება სწავლა-სწავლების ხარისხით, მოსწავლის პიროვნული განვითარებით, სკოლის კლიმატითა და ურთიერთობებით, პედაგოგთა პროფესიონალიზმით, მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით...

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რათა გაძლიერდეს სასკოლო საზოგადოება.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- სკოლაში ყველაზე ფასეულია  ჩემთვის  კეთილგანწყობილი და მეგობრული გარემო.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ვგრძნობ სიამაყეს, სიხარულს და ჩვენი შრომის დაფასებას.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ობიექტური და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. 

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- თითოეულ მოსწავლეს ექნება განვითარებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203