ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული საინტერესო გაკვეთილი 
13-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული ძალიან საინტერესო გაკვეთილი თემაზე - ნონა არევაძე-კოდორაშვილის „მეგობრები“. 

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეები ჩართო როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე შემოქმედებით საქმიანობაში - ბავშვებმა დახატეს მწერები. წაიკითხეს როლურად და ბოლოს შეასრულეს კომპლექსური დავალება, პლასტელინისგან გამოძერწეს მოთხრობის გმირები და გააცოცხლეს ეპიზოდები.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203