„მსგავსი მიდგომების დანერგვით, წარმატებულ მოქალაქეებს გავზრდით“, - თამარ გელაშვილი, ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2025

„მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით – ეს არის ერთგვარი  პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა“.

ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩვენს ახალგაზრდებს მეტად გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ“ - განათლების მინისტრის ამ ინიციატივამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მოწონება დაიმსახურა. რატომ? - ამ კითხვაზე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მკაფიო პასუხი აქვთ - საქართველოს ჰიმნი მომავალ თაობას უღვივებს პატრიოტიზმის გრძნობას, მათ მეტად უყვართ სამშობლო, იციან, რომ უკეთ უნდა ისწავლონ და შემდეგ, ეს რესურსი მოახმარონ თავისივე ქვეყანას.

„მივესალმებით მინისტრის ამ ინიციატივას. ჩვენთან ყველა ღონისძიება საქართველოს ჰიმნით იწყება და როგორც სკოლის ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ მსგავსი მიდგომების დანერგვით, წარმატებულ მოქალაქეებს გავზრდით“, - ასე შეაფასა სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ გელაშვილმა განათლების მინისტრის ინიციატივა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203