
„მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით – ეს არის ერთგვარი პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა“, - აღნიშნული ინიციატივა განათლების მინისტრს ეკუთვნის და საქართველოს სკოლებშიც, გაკვეთილების დაწყებამდე ჟღერს საქართველოს ჰიმნი.
რამდენად მოსწონთ მოსწავლეებს სიახლე და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მიდგომების დანერგვა სასკოლო ცხოვრებაში? - წალკის მუნიციპალიტეტის, წინწყაროს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ანტეი ტერსენოვი აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომები პედაგოგებს ეხმარება, ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდონ:
„მივესალმებით მინისტრის ამ ინიციტივას... საქართველო ჩვენი ქვეყანაა და წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ჰიმნი არ გვიყვარდეს. მნიშვნელოვანია საქართველოს ჰიმნით გაკვეთილების დაწყება - ბავშვები იქნებიან მოტივირებულები, უკეთ ისწავლონ და იყვნენ წარმატებულები“.