
„მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით – ეს არის ერთგვარი პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა“.
ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩვენს ახალგაზრდებს მეტად გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ“ - განათლების მინისტრის ამ ინიციატივამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მოწონება დაიმსახურა. რატომ? - ამ კითხვაზე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მკაფიო პასუხი აქვთ - საქართველოს ჰიმნი მომავალ თაობას უღვივებს პატრიოტიზმის გრძნობას, მათ მეტად უყვართ სამშობლო, იციან, რომ უკეთ უნდა ისწავლონ და შემდეგ, ეს რესურსი მოახმარონ თავისივე ქვეყანას.
„ჩვენთან ხშირად ვაჟღერებთ საქართველოს ჰიმნს და მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მსგავსი მიდგომების დანერგვით, ბავშვებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, სწავლობენ ქვეყნის სიმბოლიკის, კულტურის პატივისცემას, რაც საბოლოოდ ეხამრება, იყვნენ წარმატებულები“, - ასე შეაფასა წალკის მუნიციპალიტეტის, კუშის საჯარო სკოლის დირექტორმა, ალა მეგრაბიანმა განათლების მინისტრის ინიციატივა.