„საქართველოს ჰიმნი ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს“ - რუბენ ანესიანი, ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2025

„მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით – ეს არის ერთგვარი  პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა“, - აღნიშნული ინიციატივა განათლების მინისტრს ეკუთვნის და საქართველოს სკოლებშიც, გაკვეთილების დაწყებამდე ჟღერს საქართველოს ჰიმნი.

რამდენად მოსწონთ მოსწავლეებს სიახლე და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მიდგომების დანერგვა სასკოლო ცხოვრებაში? - წალკის მუნიციპალიტეტის, ოზნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, რუბენ ანესიანი etaloni.ge-სთან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:

„გაკვეთილების დაწყებას საქართველოს ჰიმნით მხოლოდ მივესალმებით. მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ჰიმნი თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს. გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას. აძლევს მათ მოტივაციას, უკეთ ისწავლონ, უყვარდეთ საქართველო და იყვნენ წარმატებულები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203