ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის ოლიმპიადაში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს 
12-11-2025

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტში და წარმატებით წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - მე-3 კლასელებმა -ალექსანდრა ყიფიანმა, გაბრიელ ოქრომჭედლიშვილმა, ლუკა ახალაძემ, მართა თოდუან, ნიკოლოზ ყურაშვილმა და ელისაბედ კუპრაშვილმა (პედაგოგი მაკა ყიფიანი), მეექვსეკლასელებმა - ივლიტა იოსელიანმა და ანამარია ყურაშვილმა, მე-7 კლასელებმა - ლილე კენჭაძემ, მარიამ ჯიშკარიანმა, ელენე კვატაშიძემ და ქრისტინე კინწურაშვილმა, ასევე მე-8 კლასელმა გიორგი კინწურაშვილმა (საბაზო საფეხურის მოსწავლეთა პედაგოგი - თამთა კოხრეიძე) „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა უმაღლესი ქულები მოიპოვეს და პედაგოგები სიამაყით აღავსეს

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203