ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა 
12-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, ემპათიას, სიკეთის კეთებასა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებად ზრდიან. 

ახლახან, სკოლის მე-8 და მე-9 კლასის  მოსწავლეები მონაწილეობდნენ საქველმოქმედო ღონისძიებაში.

ისინი დიდი სიყვარულით აგროვებდნენ საჭირო ნივთებს, რათა დახმარებოდნენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბავშვებმა თავიანთი პატარა, მაგრამ დიდი გულებით აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია გაზიარება, მზრუნველობა და კეთილი საქმეის კეთება.

„ასეთი ინიციატივები ეხმარება ბავშვებს, რომ გაიზარდონ უფრო მზრუნველ და გულისხმიერ ადამიანებად“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

საქველმოქმედო ღონისძიება პედაგოგ სვეტლანა აროიანის ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203