„ჯადოსნური შემოდგომა“ ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში
12-11-2025

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭის განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება სახელწოდებით  - „ჯადოსნური შემოდგომა“. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ხალხური ცეკვები. სკოლაში თბილ და ფერად განწყობა და შემოდგომის „ჯადოსნური“ ხიბლი დატრიალდა. 

ღონისძიების ორგანიზატორი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მელანია ბდოიანი გახლდათ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ბმული1

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203