
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულს უმასპინძლეს.
ამ დღეს სკოლაში განსაკუთრებულად საზეიმო განწყობა სუფევდა. სკოლაში მიიწვიეს სკოლის კურსდამთავრებული, მულახის სპორტსკოლის მწვრთნელი შოთა ჟორჟოლიანი, რომელმაც პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ვეტერანთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.
საზეიმო შეხვედრისა და ძიუდოს თემატიკაზე წარდგენილი პრეზენტაციის შემდეგ მულახის საჯარო სკოლის დირექტორმა- ნელი გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონს მულახის საჯარო სკოლის პედაგოგების სახელით საჩუქარი გადასცა.
ღონისძიება საშემოდგომო ზეიმით გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე თემატური სიმღერებითა და ლექსებით წადგნენ. საღამო საზეიმო ვალსითა და ჩურჩხელების ამოვლებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: