
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პატარებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მასწავლებელი ხათუნა ჭურღულია შეუძღვა და მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია.
მასწავლებელმა ბავშვები არაერთ სასწავლო-შემეცნებით, სახალისო თუ საზეიმო აქტივობაში ჩართო და ბავშვებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები „დედა ენის“ სიტკბოებას ხალისით დაეწაფნენ და მასწავლებელს დაჰპირდნენ რომ სამაგალითოდ ისწავლიან.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: