აგანის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ქართული საშემოდგომო ტრადიცია გააცოცხლეს
12-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო შემეცნებითი აქტივობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული საშემოდგომო ტრადიციების გაცნობა.

პატარებმა ისწავლეს, როგორ ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები საშემოდგომო მოსავლისგან ტრადიციულ ნუგბარს და თავადაც პრაქტიკულად სცადეს - ბავშვებმა ჩურჩხელები საკუთარი ხელით ამოავლეს. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაიწერა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203