ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
8 ნოემბერს, ალათუმანის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთან და დამრიგებლებთან ერთად, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რომლის მიზანიც იყო კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაზრდა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ზარზმის, ჭულეს და საფარის მანასტრები, შეისწავლეს თითოეული მონასტრის ისტორია, დაცული ფრესკები, იმდროინდელი საქართველოს სულიერი და კულტურული ცხოვრება.
ეს მონასტრები წარმოადგენს ქართული კულტურის სარწმუნოებისა და ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ცენტრს. ღირსშესანიშნაობების ნახვით, მოსწავლეებმა კიდევ უფრო დააფასეს ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა.
იხილეთ ფოტოები: