
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ფრანგული ენას ხარისხიანად და სიღმისეულად ისწავლება.
სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი, მანანა ნაროუშვილი, აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელია.
მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მოსწავლეთა წარმატებებზეც აისახება. X კლასის მოსწავლე, ანა ალავიძე, თავისი ასაკის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტურის სამგზის მონაწილეა.
ახლახან, ანა დაჯილდოვდა სიგელით 2024-2025 სასწავლო წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ფრანგული ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისათვის.
იხილეთ ფოტოები: