თბილისის N132 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
12-11-2025

თბილისის N132 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ბავშვების შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით კი მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსებში წახალისებულია. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. კონკურსში სკოლის IX, X, და XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

I ადგილზე გავიდა XIა კლასის გუნდი - „67 ფერენჰაითი“ 44 ქულით, II ადგილზე Xგ კლასის გუნდი „ჰეიზენბერგი“ 41 ქულით, III ადგილზე კი IXბ კლასის გუნდი “აისბერგი“ 37ქულით.

„ჩვენს სკოლაში ძალიან პოლულარულია მსგავსი ტიპის ინტელექტუალური თამაშები და ხშირად ვმონაწილეობთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს ასეთი საინტერესო და საზრიანი თამაშისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203