მეცხრეკლასელი მსოფლიო ჩემპიონი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლიდან - გაიცანით კიკბოქსერი ფრიდონ ჩხარტიშვილი 
12-11-2025

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ამაყობენ. 

მეცხრეკლასელი კიკბოქსერი ფრიდონ ჩხარტიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. 

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგი k-1 - ში, სადაც ფრიდონ ჩხარტიშვილმა წარმატებით იასპარეზა. ახალგაზრდა სპორტსმენმა რამდენიმე ბრძოლის გამარჯვებით დასრულების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობაც დაიმსახურა. 

სკოლაში მისი გამარჯვებით ხარობენ და ჩემპიონს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„დიდი სიამაყით და სიხარულით გვსურს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცოთ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს ფრიდონ ჩხარტიშვილს!

ფრიდონ, გილოცავთ! ვულოცავთ ჩვენს სკოლას! ვულოცავთ მთელ საქართველოს!

იცნობდეთ ფრიდონ ჩხარტიშვილს!

ის არის:

  • მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი,
  • ევრაზიის ჩემპიონი,
  • საქართველოს ორგზის ჩემპიონი,
  • ევროპის ვიცე-ჩემპიონი,
  • საერთაშორისო ტურნირების 15-გზის ჩემპიონი,
  • 12 ქამრის მფლობელი საქართველოს ნაკრების წევრი!

გვჯერა, მომავალშიც ბევრჯერ ვიამაყებთ ჩვენი ჩემპიონით!“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203