
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წელიწადის ყველაზე ფერად დროს ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მიუძღვნეს.
პატარა მონაწილეებმა თავიანთი შემოქმედებითობით, ფერად-ფერადი ნამუშევრებითა და თემატური წარმოდგენებით შემოდგომის სილამაზე წარმოაჩინეს. ღონისძიებაზე შეიქმნა თბილი, მხიარული ატმოსფერო - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს თემატური სიმღერები.
მსგავსი აქტივობები ემსახურება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და სასკოლო ცხოვრების გამდიდრებას.
ღონისძიება დასრულდა ფერადი ფოტოკადრებით.
იხილეთ ფოტოები: