პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწაველეებმა ქართული საშემოდგომო ტრადიციები ღონისძიებით გააცოცხლეს
12-11-2025

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უანარების წარმოჩენა-განვითარებას და ბავშვების სასკოლო ცხოვრების გამდიდრებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც ქართული ტრადიციული შემოდგომის განწყობით იყო გამთბარი.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები, დააცხვეს კეცის მჭადები, წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს სადღეგრძელოები, წარმოადგინეს ცეკვები და მინი-სპექტაკლები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება შემეცნებითიც იყო და სააღმზრდელოც - მოსწავლეებმა უკეთ გაიცნეს ქართული ტრადიციები, სოფლის შრომისა და შემოდგომის რიტუალები, გუნდურად იმუშავეს და დიდი სიხარულით გაატარეს დღე.

„სკოლის ეზო სიხარულით, სიმღერითა და ქართული სურნელით აივსო - ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ტრადიციების გაცოცხლება საუკეთესო გზაა ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოსწავლეთა ინტერესის ასამაღლებლად“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203