
როგორ შეიძლება დარეგულირდეს საჯარო სკოლის პედაგოგების 2 სამსახურში მუშაობის საკითხი - განმარტებები განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.
„1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომლებიც გარკვეულ შეთავსებად სამსახურებთან რეგულაციებს აწესებს, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა გამონაკლისები და ისინი საგანმანათლებლო სივრცეს დიდწილად ეხება.
თუ მასწავლებლები მუშაობენ ცენტრებში და ეს არ იწვევს გარკვეულ საათობრივ გადაფარვას დირექტორები რა თქმა უნდა გასცემენ ნებართვას, თუ მასწავლებელს აქვს დრო, რესურსი, რომელიც მის ძირითად საქმიანობას ხელს არ უშლის, სრულფასოვნად ასრულებს ძირითად საქმიანობას, დაწესებულების ხელმძღვანელებმა უნდა გასცენ ნებართვები.
რაც შეეხება რეპეტიტორობას, სამართლებრივი სივრცე მსგავს ცნებას არ მოიცავს, შესაბამისად ის ვერ იქნება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი, თუმცა არის შექმნილი იურიდიული პირები ე.წ. ტრენინგეცნტრები, სადაც მასწავლებლები ჩართულები არიან და ამ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭირო იქნება და აქ მთვარია საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა ძირითად საქმიანობასთან და თუ ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, დირექტორები გასცემენ თანხმობას, აქ რაიმე შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი არის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.