ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უსაფრთხოების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ 
12-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უსაფრთხოების წესებს გაეცნენ. 

მეოთხე კლასში ჩატარდა უსაფრთხოების თემაზე დაგეგმილი ტრენინგი. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაცნობა თუ როგორ იზრუნონ საკუთარ და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებაზე როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ.

ბავშვებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში, რა გააკეთონ საგანგებო შემთხვევებში და ვის მიმართონ დახმარებისთვის.

ტრენინგის დროს ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში, აზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და პასუხობდნენ კითხვებს.

შეხვედრა ჩატარდა თბილ და მეგობრულ გარემოში. ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და აღნიშნეს, რომ შეხვედრა მათ ძალიან დაეხმარა უსაფრთხოების წესების უკეთ გაგებასა და შემდგომ უკვე დაცვაში.

ტრენინგს უძღვებოდა უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის უფლებამოსილი პირი არმინე ბადოიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203