
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, გამოფინეს საშემოდგომო ნობათი შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს თუ რაოდენ ბარაქიანი და მრავალფეროვანია წელიწადის ეს დრო საქართველოში.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს - მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა.
„გილოცავთ, შემოდგომის ლამაზ დღესასწაულს დაე, თითოეულის ცხოვრებაში მიმოფანტული იყოს ხვავი, ბარაქა, სიხარული, სიყვარული, წარმატება, როგორც ჩვენს ირგვლივ შემოდგომის ფოთლები“,- ამ სიტყვებით მიმართეს მასწავლებლებმა მოსწავლეებს და კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას დაჰპირდენენ.
იხილეთ ფოტოები: