უშაფათის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ქვარცხავა პროფესიის ერთგულებისა და ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა
12-11-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ქვარცხავა მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ერთგულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში. 

ახლახან, პედაგოგის შრომა საზეიმოდ აღინიშნა. ირმა ქვარცხავა​ წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა. 

30 ოქტომბერს,ქალაქ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მასწავლებლის პროფესიისადმი ერთგულებისა და ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ირმა ქვარცხავას მადლობის სიგელი გადაეცა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის დაფასება. დირექტორი ლორინა ჩხეტია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს  წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203