გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნებაზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობენ და საზოგადოებასაც გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ
12-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

სწორედ მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა ბილინგვური სწავლებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არეგნაზ ქალაშიანის ორგანიზებული აქტივობა. 

აქტივობა თემაზე -„ბუნებაზე ზრუნვა“ არაფორმალური განათლების ფარგლებში მოეწყო და მასში ჩართულნი იყვნენ I-IV კლასების მოსწავლეები. 

„ჩვენ ვისაუბრეთ და ვისწავლეთ რა შეიძლება და რა არ შეიძლება, ასევე რატომ უნდა ვიზრუნოთ  ბუნებაზე“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება და აქტიურობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203