ქუთაისის N24 სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ბადმინტონში წარმატებით იასპარეზეს
11-11-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2026“-ს და წარმატებითაც იასპარეზეს. 

მუნიციპალური თამაშებზე, ბადმინტონში როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა გუნდებმა პირველი ადგილი დაიკავეს. 

მოსწავლეები კუთვნილი თასით, მედლებითა და სიგელებით უკვე დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203