შემოდგომის ზეიმი ჭრებალოს საჯარო სკოლაში 
11-11-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

ზეიმი თბილ და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. სკოლის ეზოში თათარა ათუხთუხდა, მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით ჩურჩხელები ამოავლეს, შემოდგომის სიუხვესა და სილამაზეს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანი და ფერადია წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო საქართველოში. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება-წარმოჩენა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, დაუვიწყარი დრო გაატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203