
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში ბუნების დაცვისა და რესურსების გონივრული გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.
31 ოქტომბერს, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა პროექტი თემაზე - „გარემოსდაცვითი ზიანი და ჯანმრთელობის რისკები“.
პროექტის ფარგლებში, თბილისის კერძო სკოლის - „ახალი სკოლა", მოსწავლემ, კესო არღვლიანმა საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა.
მან მსმენელს გააცნო, თუ რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოს დაბინძურებას, როგორც ეკოლოგიაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი რომელიც, მიზნად ისახავს გარემოს სისუფთავეზე ზრუნვას, ნარჩენების სწორად გადამუშავებას და მისგან მეორადი პროდუქციის შექმნას, შვეიცარიაში გაიგზავნება.
ცხუმარის საჯარო სკოლის საზოგადოება მადლობას უხდის კესო არღვლიანს საინტერესო და ინოვაციური პროექტის პრეზენტაციისათვის.
იხილეთ ფოტოები: