
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის სახურავის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დასრულდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სრულიად შეიცვალა და განახლდა ცხუმარის საჯარო სკოლის სახურავი.
ინფრასტრუქტურული განახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა, რაც უკეთეს პირობებს ქმნის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მოსწავლე-მასწავლებელთა კომფორტისთვის.
სკოლაში მადლობას უხდიან მუნიციპალიტეტის მერიას ფინანსური მხარდაჭრისთვის, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და სარეაბილიტაციო გუნდის უფროსს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის.
„ცხუმარის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მესტიის მუნიციპალიტეტის მერს ბ.ნ კაპიტონ ჟორჟოლიანს და მის აპარატს, მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს ქ.ნ მარიამ ჯაფარიძეს და მის აპარატს, ასევე სარეაბილიტაციო გუნდის უფროსს ბ.ნ ვახო შონიას და მის გუნდს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.